საფრანგეთის ელჩი – "აგენტების" კანონზე: არ უნდა გამოიყენონ სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდად
04/04/2024 14:29:02 პოლიტიკა
საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი ეხმიანება "ქართული ოცნების" პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტის დაინიცირებას.
"უცხოური გავლენის შესახებ" კანონპროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ: გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტი",- წერს საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი X-ზე.
"ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. პროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარი" პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია, თუმცა უმრალესობის დეპუტატებმა თქვეს, რომ პროექტს ზაფხულში დაამტკიცებენ.


