Accentnews.ge
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი – "აგენტების" კანონზე: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი – "აგენტების" კანონზე: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი

04/04/2024 18:49:50 პოლიტიკა

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პარლამენტიდან გაიტანოს მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი "აგენტების" შესახებ.

კომიტეტი აღნიშნავს, რომ პროექტი საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას.

"საქართველო: ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც ასახელებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან, როგორც "გარე ძალის ინტერესებში მოქმედ ორგანიზაციებს." ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას," - წერია განცხადებაში.

"ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. პროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარი" პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია, თუმცა უმრალესობის დეპუტატებმა თქვეს, რომ პროექტს ზაფხულში დაამტკიცებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S