აშშ–ის საელჩო: "საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე"
05/04/2024 08:45:09 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის საელჩოს განცხადებით, საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე.
"ელჩი დანიგანი შეხვდა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელობას და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, დემოკრატიისა და თანასწორობის ადვოკატირებაში მათი საქმიანობის შესახებ მოისმინა. შეერთებული შტატები მხარს უჭერს ყველა ქართველის ძალისხმევას ქვეყნის ევროკავშირისკენ მისწრაფებების წინ წასაწევად", – ნათქვამია დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


