Accentnews.ge
"აშშ-ის სანქციების მიუხედავად, გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ მაინც აშენდება"

"აშშ-ის სანქციების მიუხედავად, გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ მაინც აშენდება"

24/12/2019 05:50:05 მსოფლიო

რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების მიუხედავად, გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ მაინც აშენდება.

„რასაკვირველია, მშენებლობას დავასრულებთ. "გაზპრომს" გაზსადენის გაყვანის ალტერნატიული ვარიანტებიც აქვს. ცოტა მეტი დრო დასჭირდება, მაგრამ ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს,“- განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ გაზსადენის მშენებლობის დასრულებას შესაძლოა კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდეს.

ცნობისთვის: 18 დეკემბერს აშშ-ის სენატმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას დაუჭირა მხარი. აშშ-ის პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი 20 დეკემბერს მოაწერა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ–ს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის გამო ომით დაემუქრა. კერძოდ, როგორც პუტინმა მიმდინარე წლის ივნისში სსანქტ–პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, "ეკონომიკური ეგოიზმი სავაჭრო და შესაძლოა, რეალური ომის რეცეპტიც იყოს“.

„აშშ ცდილობს, შეაჩეროს რუსული „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის პროექტი. ის, რასაც ვაშინგტონი აკეთებს, მსოფლიოში მეტ კონფლიქტს გამოიწვევს. ეს არის გზა დაუსრულებელი კონფლიქტისკენ, სავაჭრო და შესაძლოა, არა მარტო სავაჭრო ომებისკენ – რეალური ომებისკენაც. ხატოვნად რომ ვთქვა, ეს არის ბრძოლა წესების გარეშე, რომელიც ყველას ყველასთან აპირისპირებს“, – განაცხადა პუტინმა .

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“ რუსული პროექტია, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც რუსეთი ევროპას ბუნებრივ აირს უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის.

21 მაისს უკრაინაში ვიზიტის დროს აშშ–ის ენერგეტიკის მდივანმა რიკ პერიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი უახლოეს მომავალში „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის პროექტში ჩართულ კომპანიებს მთელ რიგ შეზღუდვებს დაუწესებდა.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მიმართ წინააღმდეგობა ჯერ კიდევ მძლავრია და მოწინააღმდეგეთა რიგებშია ამერიკის შეერთებული შტატებიც. აშშ-ის სენატი მალე მიიღებს კანონპროექტს, რომლის თანახმად, ამ პროექტში ჩართულ კომპანიებს სანქციები დაუწესდებათ“, – განაცხადა პერიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S