Accentnews.ge
ეუთო ჟენევის მოლაპარაკებების მე-60 რაუნდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ეუთო ჟენევის მოლაპარაკებების მე-60 რაუნდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

05/04/2024 18:03:24 პოლიტიკა

ეუთო ჟენევის მოლაპარაკებების მე-60 რაუნდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„მონაწილეებმა 2023 წლის დეკემბერში ჩატარებული ბოლო რაუნდის შემდეგ ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მიმოიხილეს და ის შედარებით სტაბილურად შეაფასეს. მოხდა აზრთა არსებითი გაცვლა ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგის ძირითადი საკითხების შემდგომი გადაწყვეტის გზებზე, მათ შორის – ძალის გამოუყენებლობაზე. თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მონაწილეებს, იფიქრონ ინოვაციურ მიდგომებზე, რათა მიაღწიონ პროგრესს და კონკრეტულ შედეგებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საკეთილდღეოდ და გრძელვადიანი მშვიდობისთვის. იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხის განხილვა ზოგიერთი მონაწილის დარბაზიდან გასვლის გამო ვერ მოხერხდა", – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მისი ცნობით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 2024 წლის 25-26 ივნისს გაიმართება.

ამავე თემაზე: რუსულმა დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 60-ე რაუნდიც ნაადრევად დატოვა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S