Accentnews.ge
გაეროს სპეციალური მომხსენებელი – "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებაზე: „დამპირდნენ, რომ ეს არ მოხდებოდა“

გაეროს სპეციალური მომხსენებელი – "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებაზე: „დამპირდნენ, რომ ეს არ მოხდებოდა“

08/04/2024 06:17:53 პოლიტიკა

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ მერი ლოლერი ე.წ. "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების ფაქტს ეხმიანება.

იგი სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში ვიზიტისას დაარწმუნეს, რომ ეს არ მოხდებოდა.

„ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონის ხელახალი შემოღებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ვიზიტისას მივიღე დაპირება, რომ მსგავსი კანონი არ იქნებოდა მიღებული“, - წერს მერი ლოლერი.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S