Accentnews.ge
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპროექტს წარადგენს

„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპროექტს წარადგენს

08/04/2024 08:42:44 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპროექტს წარადგენს. როგორც დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მისი გუნდის ინიციატივაა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდეს.

"დღეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბიუროზე წარადგენს დამატებით კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპროექტს, კერძოდ „ცვლილებებს გრანტების შესახებ საქართველოს კანონში“. [...] დღეს, როდესაც "ოცნება" გვატყუებს და გამჭვირვალობის არგუმენტით აინიცირებს "რუსულ კანონს", ჩვენი ცვლილებები მათ სრულად აცლის მსგავსი მანიპულირების სივრცეს და ამ ცრუ არგუმენტს. ჩვენ მოვუწოდებთ "ოცნების" ყველა იმ წევრს, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ერთმანეთისგან საქართველოს ისტორიული მტრების და მეგობრების გარჩევა, მხარი დაუჭირონ ჩვენს ინიციატივებს, ორივე კანონპროექტს, რომელიც ამ ქვეყანას ოკუპანტის გავლენებისგანაც დაიცავს და საჭიროზე მეტ გამჭვირვალობის სტანდარტს ამკვიდრებს ყველასთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი და „ოცნება“ უპირობოდ დაადასტურებენ იმას, რომ მათი მიზანი მეგობრების მტრებად გამოცხადება და ქართულ საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა, მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირებაა. როგორც ჩანს, ივანიშვილს მხოლოდ ასე წარმოუდგენია მომავალ არჩევნებში გადარჩენა. მოვუწოდებთ მთელს საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს საკანონმდებლო ცვლილება, შექმნის საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას, ყოველგვარი იარლიყების გარეშე,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.

მანამდე, „გახარია საქართველოსთვის“ და თეონა აქუბარდიამ პარლამენტში კანონპროექტი „ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ დააინიცირეს.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S