თეონა აქუბარდია –„ოცნებაზე“: „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ თავიანთ ბოდვაში ახლა უკვე „ფეისბუქი“ ჩართეს და ამტკიცებენ, რომ „ფეისბუქი“ ოპოზიციას უჭერს მხარს
08/04/2024 08:48:09 პოლიტიკა
„გლობალური ომის პარტიის“ შესახებ თავიანთ ბოდვაში ახლა უკვე „ფეისბუქი“ ჩართეს და ამტკიცებენ, რომ კომპანია ოპოზიციას უჭერს მხარს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, "თუ „ქართულ ოცნებას“ რეალურად უნდოდა გამჭვირვალობა, გრანტების შესახებ კანონში პატარა ცვლილების შეტანა ძალიან მარტივად შეეძლოთ".
"დასავლეთის მტრად გამოცხადება და ტოლობის ნიშანი რუსეთსა და დასავლეთს შორის, ბუნებრივია, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის და დასავლეთის რეაქციები და მოწოდება ვერ იქნება მამუკა მდინარაძის განმარტებასთან საპირწონე. ეს ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“. „გლობალური ომის პარტიის“ თავიანთ ბოდვაში ჩართეს ახლა უკვე „ფეისბუქი“ და ამტკიცებენ, რომ „ფეისბუქი“ ოპოზიციას უჭერს მხარს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელება არის მათო ინტერესი და ამით ხდება „გლობალურ ომის პარტიაში“ ახლა უკვე „ფეისბუქის“ გაწევრიანება. როდესაც გვეუბნებიან, რომ ამ ყალბი გამჭვირვალობის კანონით საქართველოს სუვერენიტეტი გამტკიცდება, ესეც არის მორიგი ტყუილი, იმიტომ, რომ ერთადერთი ქვეყანა, ვინც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს არყევს, არის ოკუპანტი რუსეთი და დასავლეთის მხარდაჭერა, მათ შორის, სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი", - განაცხადა აქუბარდიამ.
კომპანია META-მ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულ გვერდებზე გამოქვეყნებული "პოსტები", რომლებშიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი პოზიტიურად იყო წარმოჩენილი მონიშნა, როგორც ყალბი ინფორმაცია. მოგვიანებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილმა არ გამორიცხა, რომ ოპოზიცია "მჭიდროდ თანამშრომლობს "ფეისბუქის" თუ მსგავსი სოციალური მედიების სათავო ოფისებთან, რომლებსაც დეზინფორმაციას აწვდიან":


