Accentnews.ge
რას ნიშნავს იყო ევროკავშირის ოჯახის წევრი - ბლოკის წევრი 19 ქვეყნის ელჩები მიმართვას ავრცელებენ (ვიდეო)

რას ნიშნავს იყო ევროკავშირის ოჯახის წევრი - ბლოკის წევრი 19 ქვეყნის ელჩები მიმართვას ავრცელებენ (ვიდეო)

08/04/2024 13:09:06 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ერთობლივ ვიდეომიმართვას ავრცელებენ, რომელშიც დიპლომატები საუბრობენ, რას ნიშნავს იყო ევროკავშირის ოჯახის წევრი.

"საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ალბათ გაინტერესებთ რას ნიშნავს იყო ევროკავშირის ოჯახის წევრი. მოუსმინეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ", – მიმართავს საქართველოში ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს მოქალაქეებს.

  • "ავსტრიის ელჩი თომას მიულერი: ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.
  • უნგრეთის ელჩი ანა მარია შიკო: შესაძლებლობებს ახალგაზრდა თაობებისთვის, მომავლისთვის.
  • გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი: თავისუფლების მშვიდობის, ეკონომიკის სოციალური და გარემოს დაცვის ფეროების გონივრული რეგულირების სივრცე.
  • ესპანეთის სამეფოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მარკოს გრანადოს გომესი: ეს იყო რეალური სამუშაო ადგილების და შესაძლებლობები ყველასთვის. ეს იყო დემოკრატიის დამყარება.
  • დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი: მშვიდობა კეთილდღეობა და გავლენა.
  • პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მარიუშ პიეტრჟაკი: ჩვენი მშპ 450 მლრდ ევროთი გაიზარდა.
  • ესტონეთის ელჩი რინა კალიურანდი: ჩვენ მოვახერხეთ და შევუერთდით ევროზონას, რამაც ფინანსური სტაბილურობა მოგვიტანა.
  • იტალიის რესპუბლიკის ელჩი მასიმილიანო დანტუონო: ევროკავშირი წარმოადგენს მშვიდობას, ორმხრივი ზრდისა და საერთო უსაფრთხოების პროექტს.
  • საფრანგეთის ელჩი შერაზ გარსი: მას შეუძლია, დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი თავისუფლებები ჩვენი ღირებულებები.
  • რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ: ამჟამად ქვეყანა განვითარების უპრეცედენტო დონეზე იმყოფება.
  • საბერძნეთის ელჩი მარია თეოდორუ: ევროკავშირში გაწევრიანება მიიჩნეოდა, როგორც ქვეყნის ეკონომიკის და საზოგადოების მოდერნიზაციისა და განვითარების მთავარი ფაქტორი.
  • ლარტვიის რესპუბლიკის საელჩო, მრჩეველი ლოლიტა ლენკევიჩა: როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ჩვენ უსაფრთხო, წესებზე დაფუძნებულ სამყაროს ვაშენებთ.
  • ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ კუბენატი: ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყანის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.
  • სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი მატუშ ბუშოვსკი: ევროკავშირის წევრობა არის თანამეგობრობის ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობის , მუშაობის და სწავლის თავისუფლება.
  • ბელგიის სამეფოს ელჩი მიშელ პიტერმანსი: ევროკავშირი მტკიცედ უმკლავდება არსებულ გამოწვევებს და ამასთან უარს არ ამბობს ევროპულ მოდელზე, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას პიროვნების. თითოეული ადამიანის პატივისცემას ანიჭებს.
  • ლიეტუვის საელჩოში მისიის ხელმძღვანელის მოადგილე სალიუს ვალაინისი: ჩვენ თავს დაცულად ვგრძნობთ და ნათლად ვხედავთ ჩვენი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური არჩევანის დადებით მხარეებს .
  • შვედეთის სამეფოს ელჩი ანა ლიბერგი: ევროკავშირის წევრობით გაძლიერდა ჩვენი შესაძლებლობები ტრანსნაციონალურ გამოწვევებთან ბრძოლაში.
  • ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი ვესელინ ვალკანოვი: სამშვიდობო პროექტში გაწევრიანებას სულიერი სიმშვიდე მოაქვს.
  • ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მელინე არკელიანი: ევროკავშირი ჩვენი სახლია", – აცხადებენ დიპლომატები.

ევროკავშირთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისთვის კი, ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს მოქალაქეებს ევროპის დღის აღსანიშნავად 11 აპრილს ექსპო ჯორჯიაში ეპატიჟება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S