Accentnews.ge
კრამონი: "რუსული კანონით" "ოცნება" ქვეყნის ევროპული მომავლის კარს მიზანმიმართულად ხურავს, რადგან ამის შემდეგ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა არ იქნება

კრამონი: "რუსული კანონით" "ოცნება" ქვეყნის ევროპული მომავლის კარს მიზანმიმართულად ხურავს, რადგან ამის შემდეგ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა არ იქნება

08/04/2024 19:18:54 პოლიტიკა

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას ცალსახად უნდა განუმარტოს, რომ „რუსული კანონის“ მიღებით „ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროპული მომავლის კარს მიზანმიმართულად ხურავს.

ის ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტის მიღების შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა ან ინტეგრაციის რაიმე სხვა ფორმა არ იქნება.

„ქართულმა ოცნებამ ჩვეულებისამებრ იცრუა - მათ პირობა დადეს, რომ იმ კანონს თავიდან არ შემოიღებდნენ, რომლის გაუქმებაც ერთი წლის წინ მოუწიათ, მაგრამ ეს მაინც გააკეთეს. ეს ბოლო წლებში მმართველი პარტიის ანტიევროკავშირის და პრორუსული პოლიტიკის გაგრძელებაა. კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის გზის საბოტაჟს და მოსკოვში ოლიგარქების მმართველებისთვის სიამოვნების მინიჭებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიზანია, რომ პროდემოკრატიული არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოურ აგენტებად შერაცხოს, საზოგადოების თვალში მათი სანდოობა შეარყიოს და „ქართულ ოცნებას“ საშუალება მისცეს, რომ ქართული დემოკრატიისა და ევროპული მომავლის განადგურება დაუსჯელად განაგრძოს. ზედმეტია იმის თქმა, რომ რუს აგენტებს, რომლებიც საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ და ქვეყანაში ფართოდ არიან წარმოდგენილნი, უფლება ექნებათ, ფარული ოპერაციები ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე გააგრძელონ.

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არა ხელისუფლების, არამედ მის მიუხედავად მიენიჭა. ეს გადაწყვეტილება დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების მხარდასაჭერად ქართველი ხალხის გამბედაობის დამსახურება იყო. ევროკავშირმა საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას ცალსახად უნდა განუმარტოს, რომ „რუსული კანონის“ მიღებით "ქართული ოცნება" ქვეყნის ევროპული მომავლის კარს მიზანმიმართულად ხურავს, რადგან ამის შემდეგ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა ან ევროკავშირში ინტეგრაციის რაიმე სხვა ფორმა არ იქნება“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

„ქართული ოცნება“ მეორედ ცდილობს, მიიღოს კანონი „აგენტების“ შესახებ. როგორც განმარტეს, ახალ პროექტს ძველისგან მხოლოდ ერთი რამ განასხვავებს – ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. შესაბამისად, ორგანიზაციები, რომლებიც მათ შორის მუშაობენ ადამიანის უფლებებზე, რეფორმების ხელშეწყობაზე, კორუფციის გამოვლენაზე, იმის გამო, რომ დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ მოინიშნებიან სახელმწიფოს მიერ. ხოლო დონორები, მათ შორის ევროკავშირი, აშშ – "უცხო ძალად".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S