Accentnews.ge
ანა ნაცვლიშვილი: "ვურჩევდი პრემიერს, თქვას, რომ საერთაშორისო ფონდებში მუშაობისას ემსახურებოდა უცხო ძალის ინტერესებს"

ანა ნაცვლიშვილი: "ვურჩევდი პრემიერს, თქვას, რომ საერთაშორისო ფონდებში მუშაობისას ემსახურებოდა უცხო ძალის ინტერესებს"

09/04/2024 09:35:51 პოლიტიკა

“ლელოს” წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძეს ურჩევს, "თავად მისცეს სხვებს მაგალითი, გამობრძანდეს, მოაწეროს ხელი დეკლარაციას, რომელშიც იტყვის, რა თანხები აქვს აღებული ფონდებთან მუშაობის დროს, როდესაც თავად მუშაობდა საერთაშორისო ფონდებში თქვას, რომ ემსახურებოდა უცხო ძალის ინტერესებს".

"ერთ სიბრტყეში დაყენება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისა და ოკუპანტის, “ქართული ოცნების” მორიგი რუსული მეთოდია, რომლითაც ცდილობს, რომ მტერსაც და მოყვარესაც ერთი და იგივე სახელი დაარქვას. შავი და თეთრი არასდროს იქნება ერთი და იგივე“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა. კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში 15 აპრილს დაიწყება.

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S