რუსეთში გარდაცვლილ მოქალქეებს გადანერგვისთვის ორგანოებს ამოაცლიან
24/12/2019 09:49:42 მსოფლიო
რუსეთში გარდაცვლილ მოქალქეებს გადანერგვისთვის ორგანოებს ამოაცლიან. შესაბამისი კანონპროექტი საზოგადოებრივი განხილვისთვის გამოქვეყნდა , – იუწყება „ინტერფაქსი“.
მისივე ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებებს ეძლევათ უფლება, დაიწყონ ტრანსპლანტაცია იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილის ნათესავები დროულად არ განაცხადებენ უარს ორგანოების ამოღებაზე, ასევე გარდაცვალებიდან 2 საათის განმავლობაში ფაქტის შესახებ ნათესავების ინფორმირების შეუძლებლობის შემთხვევაში.


