Accentnews.ge
თბილისის მერის მოადგილე – "აგენტების" კანონპროექტის შესახებ გამოქვეყნებულ პლაკატებზე: "ნებართვა მერიას არ გაუცია, მიმდინარეობს მოკვლევა"

თბილისის მერის მოადგილე – "აგენტების" კანონპროექტის შესახებ გამოქვეყნებულ პლაკატებზე: "ნებართვა მერიას არ გაუცია, მიმდინარეობს მოკვლევა"

10/04/2024 08:28:13 პოლიტიკა

თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი აცხადებს, რომ დედაქალაქში "აგენტების" კანონპროექტის შესახებ გამოქვეყნებულ პლაკატებზე მუნიციპალიტეტს ნებართვა არ გაუცია.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას მოკვლევა დაწყებული აქვს.

„ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე პლაკატების განთავსება - გინდ პოლიტიკური და გინდ არაპოლიტიკური შინაარსის, თუ არის ის უნებართვო, რა თქმა უნდა, არის სამართალდარღვევა. აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა და მივყვებით პროცესს. მუნიციპალიტეტს აღნიშნულ საკითხზე ნებართვა არ გაუცია. სანქციები გახლავთ შემდეგი: გააჩნია ზონას 200 ლარიდან 1000 ლარამდე არის ჯარიმა. მოკვლევა ჩატარდება და იმ პლაკატებზე, რომელზეც ნებართვა არ არის გაცემული იქნება შესაბამისი სანქციები”, - განაცხადა, "ნტერპრესნიუსის" ცნობით, კახაბერ გულედანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკური შინაარსის პლაკატები, რომელიც ქალაქში გამოჩნდა, მათ შორის “ქართული ოცნების” მხრიდანაც გაკრული იყო და სანქციები მათაც ეკისრებათ, თუ მათ ნებართვა აღებული ჰქონდათ, რაზეც დედაქალაქის მერის მოადგილე ამბობს, რომ “როგორც გითხარით, ნებართვა არცერთ პლაკატზე გაცემული არ არის მუნიციპალიტეტის მხრიდან. დანარჩენზე მოკვლევა მიმდინარეობს მუნიციპალური ინსპექციის მიერ”.

მას შემდეგ, რაც კომპანია META-მ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულ გვერდებზე გამოქვეყნებული "პოსტები", რომლებშიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი პოზიტიურად იყო წარმოჩენილი მონიშნა, როგორც ყალბი ინფორმაცია, მსგავსი შინაარსის პლაკატები უკვე ქალაქის ქუჩებში გამოჩნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S