Accentnews.ge
კახა კალაძე – გიორგი ქოჩორაშვილის მამაზე: "როინ ქოჩორაშვილი არის "ნაცი"

კახა კალაძე – გიორგი ქოჩორაშვილის მამაზე: "როინ ქოჩორაშვილი არის "ნაცი"

10/04/2024 09:35:41 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის მამაზე როინ ქოჩორაშვილზე ამბობს, რომ არის „ნაცი" და მისი პოზიციები გასაკვირი არ არის.

"გახარიას პარტიის წარმომადგენელია. რატო გიკვირთ?", - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

გიორგი ქოჩორაშვილმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული "თავისუფლების მარშიდან" ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ასახული იყო ბავშვი ევროკავშირის დროშით ხელში. პოზიციის დაფიქსირებიდან რამდენიმე წუთში გიორგი ქოჩორაშვილის "Instagram"–ის ანგარიში გაქრა, თუმცა იგივე ფოტო ფეხბურთელის მამამ როინ ქოჩორაშვილმა "Facebook"-ზე გაავრცელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S