Accentnews.ge
საპარლამენტო ოპოზიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ქონებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

საპარლამენტო ოპოზიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ქონებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

10/04/2024 11:58:43 პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება დეპუტატებმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ საჭირო რაოდენობის ხელმოწერები უკვე შეგროვებულია.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები დღეს ევროპის უსაფრთხოებისა და პოლიტიკის კომიტეტის ელჩებს ხვდებიან. ჩვენ სწორედ დღეს მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტში, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით. საკმარისი ხელმოწერები გვაქვს შეგროვებული. ჩვენ გვინდა მათ სწორედ ამ ელჩებს უპასუხონ, მზად არის თუ არა „ქართული ოცნება“ კორუფციის პრობლემებზე სასაუბროდ, რომლის აღმოფხვრის ვალდებულება ჩვენ ევროპის წინაშე გვაქვს აღებული. შეხვედრა დაგეგმილია უახლოეს საათებში. გვინდა, რომ უპასუხონ, მზად არიან თუ არა ოპოზიციის ინიციატივაზე სასაუბროდ, რათა დავიწყოთ ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით საკითხის განხილვა და საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ხელმოწერები შეგროვებული გვაქვს, დავაინიცირებთ და ჯერი არის „ქართულ ოცნებაზე“, რამდენად შეუძლიათ რეალურ პრობლემებს დაუთმონ თავიანთი დრო და საპარლამენტო სივრცე“, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან სამარცხვინო უწოდა ხსენებულ მოთხოვნას, არგუმენტით, რომ ღარიბაშვილი თვითონ ასახელებს ფულის წარმომავლობის წყარო – "ოჯახს ჰქონდა შესაძლებლობა":

“ასეთი ინიციატივების წარდგენა მართლაც თითიდან გამოწოვილი და სამარცხვინოა. ადამიანი თვითონ იძახის ამ ფულის წარმომავლობის წყაროს და ამბობს, რომ მის ოჯახს ჰქონდა ამისი შესაძლებლობა და მხარი დაუჭირა ამ ყველაფერს. ამის ფონზე, ეს არის ზუსტად ის მომენტი, რომ წინასაარჩევნოდ პარტიის თავმჯდომარეზე, ადამიანზე, რომელიც საკმაოდ წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო, [ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში] გამოვედით პანდემიიდან, ორნიშნა ციფრით გვქონდა ეკონომიკური წინსვლა, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, შევინარჩუნეთ მშვიდობა ქვეყანაში და უამრავი სხვა პოზიტივი, რომელსაც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხედავს და აფასებს, მიზანი აქვთ, რომ როგორღაც დააზიანონ, იმიტომ, რომ არ აწყობთ იმ სიკეთეების დანახვა ადამიანთან მიმართებაში, რაც მის საქმიანობას უკავშირდება. ამიტომ ახლა ამოღებული ჰყავთ მიზნად და თითქოს რაღაც აღმოაჩინეს.

ოჯახს არ შეიძლება ჰქონდეს იმისი შესაძლებლობა, რომ ოჯახის წევრს მხარი დაუჭიროს? მაგრამ ეს არის სპეციალურად გაკეთებული. ამიტომ, რა თქმა უნდა მმართველი გუნდისგან ასეთ ინიციატივას ვერასდროს ექნება მხარდაჭერა”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S