ბოლო მოდელის რუსული საბრძოლო თვითმფრინავი საცდელი ფრენისას ჩამოვარდა
24/12/2019 11:11:58 მსოფლიო
ბოლო მოდელის რუსული საბრძოლო თვითმფრინავი Sukhoi Su-57 საცდელი ფრენისას ჩამოვარდა, –იუწყება რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით.
მისივე ცნობით, საბრძოლო თვითმფრინავმა კატასტროფა დაახლოებით 110 კილომეტრის გაფრენის შემდეგ განიცადა. ინციდენტის შედეგად პილოტმა კატაპულტირება მოასწრო.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად ტექნიკური გაუმართავობა სახელდება.


