Accentnews.ge
"ლელომ" ნარკოპოლიტიკაზე პარტიის 3-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

"ლელომ" ნარკოპოლიტიკაზე პარტიის 3-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

10/04/2024 12:24:58 პოლიტიკა

ლელოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პარტიის 3-პუნქტიანი გეგმა, სახელწოდებით "ქართველი ახალგაზრდების დაცვის" აქტი წარადგინა.

გეგმა მოიცავს:

  • "ჩვენ ნარკოტიკებით მოვაჭრეების, მათი მწარმოებლების, დილერებისა და დისტრიბუტორების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას დავიწყებთ. ვიბრძოლებთ და დავსჯით ნებისმიერ პოლიციელს, მოსამართლესა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელს, ვინც ამ დანაშაულს ხელს უწყობს და მასში ჩართულია.
  • ნარკოდამოკიდებულების საკითხზე ყველა თანამდებობის პირს განსაკუთრებით ეფექტურ კანონმდებლობასა და კონტროლს დავუწესებთ - შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ 1 მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, ის პარლამენტის წევრობის კანდიდატს ნარკოტესტის გავლას არ ავალდებულებს.
  • ნარკომომხმარებლების, ანუ იმ ადამიანების, ვინც ნარკოტიკებს მხოლოდ მოიხმარს, სასტიკად დასჯისა და მათი ბედის ცინიკურად მანიპულირების ნაცვლად, ჩვენ მათ მიმართ შემწყნარებლები ვიქნებით. ამ ნაწილის დეკრიმინალიზაციას მოვახდენთ და მთელ ძალისხმევას რეაბილიტაციაზე, განათლებასა და პრევენციაზე მივმართავთ". - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი "ნარკომანიისა და ნარკოდანაშაულის აფეთქებაზე":

"სამწუხაროდ, რუსების უკონტროლო შემოდინების პარალელურად, საქართველოში უკონტროლოდ შემოედინება უფრო დიდი საფრთხე, ათობით დასახელების ნარკოტიკული საშუალება, რომელიც წამლავს და მომავალს უნადგურებს ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძვირფასს და საიმედოს - ახალგაზრდობას.

ნარკოტიკების მოხმარება ეპიდემიად იქცა. „ქართული ოცნების“ სტატისტიკის მიხედვითაც კი, რომელიც, სავარაუდოდ, არ ასახავს პრობლემის სრულ სიმწვავეს, ნარკოტიკების შემოტანის მაჩვენებელი 70%-ით გაიზარდა 2021 წლიდან 2023 წლამდე.

მხოლოდ ერთ წელიწადში, 2022 წლიდან 2023 წლამდე, ნარკოტიკებით ვაჭრობის ფაქტები 49%-ზე მეტით გაიზარდა.

ნარკოტიკების მოხმარების აფეთქება რუსების შემოჭრას ემთხვევა. რუსეთის ბევრი მოქალაქე, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში შემოსვლის ნება მისცა, კავშირში არიან კრიმინალურ დაჯგუფებებთან, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობენ.

რაც ყველაზე ტრაგიკულია, შინაგან საქმეთა სამინისტროსვე ოფიციალური ინფორმაციით - ყოველწლიურად 30-40 ქართველი იღუპება ნარკოტიკებისგან, ძირითადად ახალგაზრდები - ადამიანები, რომლებიც ჩვენი მომავალი უნდა იყვნენ. [...]

ჩემი გზავნილი მარტივია: „ქართულმა ოცნებამ" უნდა შეწყვიტოს ჩვენი შვილების მკვლელობა! „ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებელი ნარკომანიისა და ნარკოდანაშაულის ამ აფეთქებაზე, რადგან ისინი ადამიანების უბედურებას იყენებენ საარჩევნო ხმებით ვაჭრობისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S