Accentnews.ge
სენატორი ბენ კარდინი – "აგენტების" კანონზე: რუსული, პუტინის სტილის კანონი

სენატორი ბენ კარდინი – "აგენტების" კანონზე: რუსული, პუტინის სტილის კანონი

10/04/2024 17:20:11 პოლიტიკა

"პუტინის სტილის" კანონი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ამერიკელმა სენატორმა ბენ კარდინმა.

მისი თქმით, შეშფოთების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩსაც გადასცა.

„სენატორო შაჰინ, გმადლობთ, რომ ისაუბრეთ საქართველოს მცდელობებზე, მიიღოს რუსული სტილის, პუტინის სტილის კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ. ჩვენ ძალიან ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და მის სწორ გზაზე მოძრაობას. ეს რა თქმა უნდა, არასწორი გზით მოძრაობაა და ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ... მე დავუკავშირდი მათ ელჩს, რათა მათთვის გადამეცა ჩემი შეშფოთება იმაზე, რომ ამან ნამდვილად შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოს მოძრაობასა და ევროპაში ინტეგრაციაზე", - განაცხადა სენტორმა ბენ კარდინმა.

იხილეთ ასევე: "უცხოური აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის" - განცხადებები სენატში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S