Accentnews.ge
ნინო დოლიძე: თუ ასეთი კანონი იქნება მიღებული, გაგვიჭირდება ვისაუბროთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე

ნინო დოლიძე: თუ ასეთი კანონი იქნება მიღებული, გაგვიჭირდება ვისაუბროთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე

11/04/2024 08:32:20 პოლიტიკა

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო დოლიძე აცხადებს, რომ თუ პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონს მიიღებს, ეს მათ შორის მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

"სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფა 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთია და რეალურად განსაზღვრავს ჩვენს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე. ზოგადად, ჩვენი შეფასება სრულყოფილად შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩატარდება, იმიტომ, რომ არჩევნების ჩატარების ხარისხის შეფასებას ჯერ ვერ შევძლებთ. ამ ეტაპზე, ჯერ კვლავ შესასრულებელია ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ ეს არჩევნები გამოვიყენოთ. რაც შეეხება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს, თუკი ასეთი კანონი იქნება მიღებული, რომელიც მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგაც იქნება მიმართული, ჩვენ გაგვიჭირდება ვისაუბროთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე, იმიტომ რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების თავისუფლად და შეუფერხებლად ფუნქციონირებასაც გულისხმობს. [...] ხელისუფლებამ უნდა, რომ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც მთელი თავისი არსებობის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიის, უკეთესი მომავლისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მუშაობს, უწოდოს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, მაშინ როცა ხელისუფლებაც იღებს იმავე დახმარებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან", - განაცხადა ნინო დოლიძემ.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა. კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში 15 აპრილს დაიწყება.

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S