Accentnews.ge
ცენტრალური საარჩევნო კომისიის კანდიდატების შესარჩევი კომისია პრეზიდენტის წარმომადგენელმა და ორმა წევრმა დატოვეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის კანდიდატების შესარჩევი კომისია პრეზიდენტის წარმომადგენელმა და ორმა წევრმა დატოვეს

11/04/2024 08:53:05 პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის კანდიდატების შესარჩევი კომისია პრეზიდენტის წარმომადგენელმა და ორმა წევრმა დატოვეს.

პრეზიდენტის წარმომადგენელი ლევან შენგელია ამბობს, რომ პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების სოლიდარობის ნიშნად მიიღო, რომლებმაც კომისიის შემადგენლობა გუშინ დატოვეს. მისი თქმით, ესენი არიან ნინო ჩხობაძე და ზაურ ხალილოვი.

მისი თქმით, მათ ითხოვეს, გასაუბრება გადადებულიყო 15 აპრილის შემდეგ, როცა პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვას დაიწყებდა, თუმცა მათი თხოვნა არ იქნა გათვალისწინებული, რის გამოც ორმა წევრმა კომისია დატოვა.

"ამის შემდეგ გაიმართა ამ საკითხის განხილვა პრეზიდენტთან და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რადგან ასეთი ელფერი მიიღო ამ კომისიამ, ამ შემთხვევაში მე როგორც პრეზიდენტის წარმომადგენელი კომისიის წევრი ასევე ვაჩერებ ჩემს მონაწილეობას კომისიაში და ეს მინდა აღქმული იქნას, როგორც სოლიდარობის დასტური იმ პოზიციისადმი, რომელიც ზოგადად აქვს სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს და კონკრეტულად იმ წევრებს, რომლებიც ამ საზოგადოებას წარმოადგენენ. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება შინაარსი და მოტივები”, - აღნიშნა ლევან შენგელიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S