Accentnews.ge
მელია – მდინარაძეს: ეტყობა გაგიჭირდათ, თორემ მორალი არ დაგიშლიდათ

მელია – მდინარაძეს: ეტყობა გაგიჭირდათ, თორემ მორალი არ დაგიშლიდათ

11/04/2024 11:28:31 პოლიტიკა

"ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სპორტსმენებს მოუწოდებს, არ ჩაერიონ პოლიტიკაში.

"ჯერ ერთი, ეტყობა გაგიჭირდათ, თორემ მორალი ნამდვილად არ დაგიშლიდათ, სადაც საჯარო მოხელეებს ითრევთ დეზინფორმაციის ტირაჟირებაში, სხვასაც მოსთხოვდით.ექიმებო პაციენტებს მიხედეთ, მსახიობებო სპექტაკლი ითამაშეთ, მოცეკვავეებო იცეკვეთ, მომღერლებო იმღერეთ, ფეხბურთელებო, ბურთი აგორავეთ, ქვეყნის ბედს კი ჩვენ განგისაზღვრავთ, ამბობს მდინარაძე. ეს ქვეყანა ყველასია, ევროპული მომავალი ეროვნული არჩევანია, ეს კანონი გვეხება ყველას, ვისაც გვინდა ევროპა",– წერს ნიკა მელია.

მანამდე მდინარაძემ თქვა: "ეროვნული ნაკრებიდან მინიმუმ ნახევარი რომ გამოსულიყო და მხარდამჭერი პოსტები დაედო, გაგვიჭირდებოდა? - ფეხბურთელებსაც ვთხოვ: ბიჭებო, მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც ჩემპიონები ხართ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S