Accentnews.ge
ნათელაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო პოლიციური ოპერაციის ჩატარებას მოითხოვს

ნათელაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო პოლიციური ოპერაციის ჩატარებას მოითხოვს

11/04/2024 11:43:39 პოლიტიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო დაპატიმრების სანქციის გაცემას მოითხოვს.

მან ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან „ქირურგიული ჩარევაა“ საჭირო.

ამასთან, მან პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებასთან აფილირებული მედიაორგანიზაციების სანქცირება მოითხოვა.

„ივანიშვილი აპირებს, მეოთხედ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია გაყალბებისა და სახელმწიფო გადატრიალების გზით, რის შემდეგაც საქართველო მოსკოვს მიჰყიდოს. ამ სიტუაციაში ეროვნული ენერგიის გაერთიანებაა საჭირო, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობიდან არა თერაპიული, არამედ ქირურგიული ჩარევა.

იმის გამო, რომ ივანიშვილმა მოახდინა ქართული სახელმწიფოს შესყიდვა, მძევლად აიყვანა ჩვენ ხალხი, გადაიქცა რეგიონში მთავარ ნარკობარიგად, იარაღის კონტრაბანდისტად, ბიტკოინებით რუსული შავი ოლუგარქული ფულის გამთეთრებლად და ამ არის პუტინის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში, იანიშვილზე მოვითხოვთ საერთაშორისო დაპატიმრების სანქციის გაცემას და საერთაშორისო პოლიციური ოპერაციის ჩატარებას, რათა ის წარდგენილ იქნას საერთაშორისო ტრიბუნალზე ყველა საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი ნორმების დაცვით. ამასთან, ვაშინგტონსა და ბრიუსელს მოვუწოდებ, დაასანქციროს ივანიშვილის იდეოლოგიური იარაღი, „იმედი“ და „პოტ–ტვ“ და სხვები“,– თქვა ნათელაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S