Accentnews.ge
სტატუსმეტრი: ევროკავშირის 9 პირობიდან 7 შესასრულებელია, 2-ში უმნიშვნელო პროგრესია

სტატუსმეტრი: ევროკავშირის 9 პირობიდან 7 შესასრულებელია, 2-ში უმნიშვნელო პროგრესია

11/04/2024 12:03:26 პოლიტიკა

12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციამ მოამზადა პირველი შუალედური ანგარიში – სტატუსმეტრი, რომელიც აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ 2023 წლის ნოემბრიდან დღემდე ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების დასაწყებად განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესასრულებლად გადადგმულ ნაბიჯებს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგნელების შეფასებით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა სერიოზული ქმედებები 9 ნაბიჯის შესასრულებლად.

ანგარიშის მიხედვით, 7 ნაბიჯი ჯერ კიდევ შესასრულებელია; ნაწილობრივ შესრულებულია მეორე (ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება) და მეშვიდე (ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა) ნაბიჯების თვალსაზრისით.

სტატუსმეტრის მიხედვით, შესასრულებელია შემდეგი პირობები: დეზინფორმაციასთან ბრძოლა, პოლარიზაციის დაძლევა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საპარლამენტო ზედამხედველობა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, მართლმსაჯულების რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოებასთან ბრძოლა.

"სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსული კანონის მიღების მცდელობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უხერგავს.

ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი მრავალგანზომილებიანია და მათი შესრულება კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ამ პროცესის მონიტორინგს გააგრძელებენ, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს წარუდგენენ შეფასებას არსებული მდგომარეობის შესახებ და შეეცდებიან, ხელი შეუწყონ როგორც ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, ისე რეფორმების პროცესის გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის გაზრდას.

ამავდროულად, კოალიცია მზადაა ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის სამუშაო ფორმატებში სისტემური და ფუნდამენტური რეფორმების ხელშესაწყობად", - აღნიშნულია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S