Accentnews.ge
"თუკი მეგობრები გვეტყვიან, ქართულად აღარ ილაპარაკოთ, ქართულად ლაპარაკი უნდა შევწყვიტოთ?" - მდინარაძის შედარებას აღშფოთება მოჰყვა

"თუკი მეგობრები გვეტყვიან, ქართულად აღარ ილაპარაკოთ, ქართულად ლაპარაკი უნდა შევწყვიტოთ?" - მდინარაძის შედარებას აღშფოთება მოჰყვა

11/04/2024 12:43:20 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 11 აპრილს მედიასთან შეაფასა აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის კომენტარი „აგენტების" შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებასთან დაკავშირებით.

ელჩმა აღნიშნა, რომ პროექტი ამერიკულ კანონს არ ჰგავს. ამასთან, თქვა, რომ "როდესაც ყველა მეგობარი გეუბნება, რომ შეშფოთება აქვს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, მაგრამ ოკუპანტი მიესალმება მას, უნდა დასვათ კითხვა, არის თუ არა ეს სასიკეთო თქვენი ქვეყნისთვის?"

ამასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძემ შემდეგი შედარება გააკეთა:

„ქართულად ხომ ვლაპარაკობთ ჩვენ? და ხომ უნდა ვილაპარაკოთ ქართულად, ვიდრე ვიარსებებთ, სამყარო სანამ იარსებებს? მე მგონია, რომ ქართულად უნდა ვილაპარაკოთ. კიდევ ერთხელ დრამატიზირებისა და უტრირებისთვის დიდი ბოდიში. თუკი ჩვენ მეგობრები გვეტყვიან, რომ, მოდი, თქვენ ქართულად აღარ ილაპარაკოთ და რუსები იტყვიან, კარგია, ესენი ქართულად რომ ლაპარაკობენ, ჩვენ ქართულად ლაპარაკი უნდა შევწყვიტოთ თუ უნდა გავაგრძელოთ?!“

მდინარაძის კომენტარს სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა. მას შეახსენეს, რომ ერთადერთი, რომელიც ქართულად ლაპარაკს კრძალავდა, არა არა აშშ და ევროპა, არამედ, სწორედ რომ რუსეთი იყო, რომელსაც ამჟამადაც აქვს ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონი, განაგრძობს მცოცავ ოკუპაციას, იტაცებს და კლავს საქართველოს მოქალაქეებს და ამ დრომდე წარმოადგენს ქვეყნისთვის მთავარ საფრთხეს.

აღშფოთებულ მოქალაქეებს შორის არის მწერალი ლაშა ბუღაზეც:

"ამორალურო მატყუარავ, როგორ ბედავ ქართულ ენაზე ამ სიბინძურის გავრცელებას? რუსები დღესაც უკრძალავენ გალში ქართველებს ქართულად ლაპარაკს და ნაცისტებივით ანადგურებენ ქართული ენის სახელმძღვანელოებს! აღარ ვლაპარაკობ 1978 წლის 14 აპრილზე - ქართულ ენას რომ გვართმევდა შენი პატრონი ივანიშვილის იდეოლოგიური მშობელი სუსლოვი! ან 19-ე საუკუნეში ვინ ცდილობდა ჩვენი ერის გადაგვარებას და რუსიფიკაციას?! ილია ჭავჭავაძეს ქართულად საჯარო ლაპარაკს უკრძალავდნენ რუსი ცენზორები! ვის ურეცხავ ტვინს ამ სიცრუით?! ქართული ენის მთავარი ისტორიული მტერი იყო და არის - რუსეთი!"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S