Accentnews.ge
ბექა ლილუაშვილი: ზუგდიდის საკრებულოში „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად ცდილობენ, მოქალაქეებს საბოტაჟი მოუწყონ

ბექა ლილუაშვილი: ზუგდიდის საკრებულოში „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად ცდილობენ, მოქალაქეებს საბოტაჟი მოუწყონ

11/04/2024 12:53:15 პოლიტიკა

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ ზუგდიდის საკრებულოში „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საბოტაჟის მოწყობის მცდელლობაში დაადანაშაულა.

"ზუგდიდის საკრებულოში „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად ცდილობენ, ზუგდიდის მოქალაქეებს საბოტაჟი მოუწყონ, საკრებულოს თავმჯდომარის, ჩვენი პარტიის წევრის იმპიჩმენტის ერთად გამოცხადებით - ეს არის კიდევ ერთი ფარული შეთანხმება ჩვენი და მოქალაქეების წინააღმდეგ", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, "ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კოალიციას ერთმანეთსაც შეუკრავენ და ამიტომ ორივე 50%-ს ქვემოთ უნდა დარჩეს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S