Accentnews.ge
„რუსეთი ბელარუსს პრესავს“ – ლუკაშენკომ NATO და დასავლეთი ბელარუსის სუვერენიტეტის გარანტებად დაასახელა

„რუსეთი ბელარუსს პრესავს“ – ლუკაშენკომ NATO და დასავლეთი ბელარუსის სუვერენიტეტის გარანტებად დაასახელა

24/12/2019 16:28:51 მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, „რუსეთი ინტეგრაციის მისაღწევად ბელარუსს პრესავს, თუმცა ქვეყნის დამოუკიდებლობა დასავლეთის ქვეყნებთან და NATO–სთან ძალთა ბალანსითაა უზრუნველყოფილი, თუ რუსეთი მეზობელი ქვეყნის მიერთებას განიზრახავს, იგი სამხედრო კონფლიქტში იქნება ჩათრეული“.

ამის შესახებ მან „ეხო მოსკვის“ მთავარ რედაქტორ ალექსეი ვენედიქტოვისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„თუ რუსეთი ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევას შეეცდება, თქვენ იცით, რა რეაგირებას მოახდენს მსოფლიო თანამეგობრობა – ისინი ომში აღმოჩნდებიან ჩაბმულები. NATO და დასავლეთი ამას ვეღარ მოითმენენ, რადგან ისინი ამას საკუთარი თავის საფრთხედ ჩათვლიან და გარკვეული გაგებით მართლებიც იქნებიან. თავის მხრივ, ბელარუსი არ დარჩება განზე სხვა ქვეყნებთან რუსეთის კონფლიქტის შემთხვევაში. რუსეთის პრეზიდენტთან უკანასკნელ მოლაპარაკებებზე ვთქვი, რომ დასავლეთის მხრიდან საფრთხის შემთხვევაში ბელარუსი რუსეთს გვერდში ამოუდგება. სადღეისოდ ჩვენ რუსეთის ფორპოსტად ვპოზიციონირებთ. სწორედ ეს ვთქვი პუტინთან მოლაპარაკებებზე“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

უკრაინის საკითხზე საუბრისას კი მან აღნიშნა, რომ რუსეთისთვის მთავარ საფრთხეს არა ქვეყნის NATO–ში გაწევრიანება, არამედ ხელისუფლებაში ნაციონალისტების შესაძლო მოსვლა წარმოადგენს:

„ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთისთვის უკრაინისგან არა მისი NATO–ში გაწევრიანება, არამედ ისაა, თუ ხელისუფლებაში მოვლენ, იარაღს ჩაიგდებენ ხელში ისინი, ვისაც თქვენ უხეშად „ნაციკებს“ უწოდებთ. უკრაინაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. რა ტქმა უნდა, ცუდი იქნება, თუ ის NATO–ში შევა – ეს უსაფრთხოებას არც ბელარუსს შეჰმატებს, არც რუსეთს, მაგრამ რაც ზემოთ აღვნიშნე კიდევ უფრო საშიშია. უმჯობესი იქნებოდა, უკრაინას ისეთი კურსი გაეტარებინა, როგორიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იყო. არ არის საჭირო პოროშენკოს ან იანუკოვიჩის დადანაშაულება: ყველა პრეზიდენტია დამნაშავე იმაში, რომ ვოლოდია ზელენსკისთვის ასეთი სიტუაცია შეიქმნა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S