Accentnews.ge
რუსეთის მეტეოროლოგიურ თანამგზავრს მეტეორიტი დაეცა

რუსეთის მეტეოროლოგიურ თანამგზავრს მეტეორიტი დაეცა

24/12/2019 16:33:36 მსოფლიო

რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიურ თანამგზავრ Метеор-М № 2-2-ს მეტეორიტი დაეცა. რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსის" ცნობით, მომხდარის შედეგად თანამგზავრმა ორბიტული პარამეტრები შეიცვალა და გადაერთო არაორიენტირებულ ფრენის რეჟიმზე მაღალი კუთხური სიჩქარეებით. ამის შემდეგ, თანამგზავრი ავტომატურად გადავიდა ენერგიის დაზოგვის რეჟიმზე.

ხომალდთან კავშირი მას შემდეგ აღდგა, რაც Метеор-М № 2-2 რუსეთის სახმელეთო კონტროლის ზონაში შევიდა. თანამგზავრი ამჟამად უკვე ფრენის რეჟიმზეა გადართული, მაგრამ „როსკოსმოსი“ აქტიურად ცდილობს აღადგინოს მისი რეგულარული ოპერაციები.

Метеор-М № 2-2 რუსეთმა ორბიტაზე 2019 წლის ივლისში გაუშვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S