Accentnews.ge
ირაკლი ჩიქოვანი: „NATO–სთან ურთიერთობის თვალსაზრისით ისტორიულ პიკში ვართ“

ირაკლი ჩიქოვანი: „NATO–სთან ურთიერთობის თვალსაზრისით ისტორიულ პიკში ვართ“

11/04/2024 14:48:12 პოლიტიკა

"NATO–სთან ურთიერთობის თვალსაზრისით ვართ ისტორიულ პიკში“, - აღნიშნულის შესახებ მედიასთან ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, "მან ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და NATO–ს შორის არსებულ თანამშრომლობის მექანიზმებზე, რაც, მისი განმარტებით, პრაქტიკულად, არცერთ სახელმწიფოს არ გააჩნია.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თანამშრომლობა კონკრეტულად გამოხატულია საერთო წვრთნებსა და საერთო ოპერაციებში ქართველი სამხედროების მონაწილეობაში.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალებს აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვვითარდებით და რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის ძალების NATO–სთან თავსებადობა იზრდება“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S