Accentnews.ge
„TV პირველს“ ვალის დასაფარად 1 თვის ნაცვლად 1 დღე მისცეს,  ჩვენ გვემუქრებიან ინკასოთი“

„TV პირველს“ ვალის დასაფარად 1 თვის ნაცვლად 1 დღე მისცეს, ჩვენ გვემუქრებიან ინკასოთი“

24/12/2019 16:33:42 საზოგადოება

"TV პირველის" დირექტორის ინგა გრიგოლიას განცხადებით, ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიას ვალის დასაფარად ერთი თვის ნაცვლად ერთდღიანი ვადა მისცა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, შტურმი მიიტანოს თავისუფალ მედიაზე.

"ფინანსთა მინისტრი ჩაერთო პოლიტიკურ ომში, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ჩვენ გვემუქრებიან ინკასოთი, მაშინ როცა იმედს და რუსთავი 2-ს მილიონობით ვალი აქვთ, ვითომ მილიონი მილიონი არ იყოს", — განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

TV პირველის დირექტორი ამბობს, რომ ვალი ჯერ ისეთმა დიდმა ტელევიზიებმა უნდა დაფარონ, როგორიც "რუსთავი 2" და ტელეკომპანია "იმედია".

იხილეთ ასევე: ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებს დავალიანების ძირი თანხის დასაფარად ერთ დღეს აძლევს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S