Accentnews.ge
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შენობას კონსტრუქციის გაძლიერების სამუშაოები უტარდება

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შენობას კონსტრუქციის გაძლიერების სამუშაოები უტარდება

24/12/2019 17:21:03 საზოგადოება

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შენობას კონსტრუქციის გაძლიერების სამუშაოები უტარდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად თეატრი ავრცელებს.

"თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რომელიც ფონდმა ქართუმ განახორციელა, 2015 წელს დასრულდა. რესტავრაციის შემდგომ შენობა იდეალურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რუსთაველის გამზირი გეოლოგიურ-ჰიდროლოგიურად არასტაბილურ ზონად ითვლება, მდებარეობს მთაწმინდის ფერდზე და მის ქვეშ გადის გრუნტის წყლები, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ.

2017 წელს, გეოლოგიური გამოკვლევებით გადამოწმდა და დადგინდა, რომ მიწის ქვეშ გრუნტის წყლებმა მიმართულება შეიცვალა, რომელსაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა შენობის ნაწილისათვის. ამიტომ, გეოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით, შენობის გაძლიერებისთვის დამატებითი ღონისძიებების ჩატარება გახდა საჭირო. შესაბამისად მომზადდა შენობის კონსტრუქციის გაძლიერების პროექტი, რის საფუძველზეც დღეისთვის მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, რაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით ხორციელდება", – ნათქვამია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისმიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: ტელეკომპანია "ფორმულამ" გავრცელა კადრები, რომლებში ოპერის თეატრის დაზიანებული შენობა იყო ასახული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S