Accentnews.ge
ოპოზიციის რეაქცია – ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობაზე: იგი პოლიტიკური პატიმარია, ველით შეწყალებას

ოპოზიციის რეაქცია – ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობაზე: იგი პოლიტიკური პატიმარია, ველით შეწყალებას

12/04/2024 08:35:20 პოლიტიკა

ოპოზიცია ლაზარე გრიგორიადისისთვის პატიმრობის მისჯის ფატქს ეხმიანება და აცხადებს, რომ იგი პოლიტიკური პატიმარია.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, პრეზიდენტმა გრიგორიადისი უნდა შეიწყალოს.

"სანქცირებულია სასამართლო კლანი, სანქცირებულია ყოფილი გენერალური პროკურორი და ამ პირობებში შეუძლებელია სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. 9 –წლიანი სასჯელიც ამის მკაფიო გამოხატულებაა, რომ ეს არის პოლიტიკური შინაარსის საქმე და ლაზარე გრიგორიადისი არის პოლიტიკური პატიმარი. ამიტომ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პოლიტიკურ პატიმრად ქცეული ლაზარეგრიგორიადისი",- განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ.

"ველით შეწყალებას", - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში “ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ლაზარესთვის პატიმრობის მისჯის ფაქტს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ "სენსაცია იქნებოდა ამ რეჟიმის მიერ ასე სამარცხვინოდ წინასწარ შერჩეული მსხვერპლის შემთხვევაში, როგორიც ლაზარეა, ამ მორჩილ სასამართლოს რამე სხვა განაჩენი რომ გამოეტანა".

"ეს უბრალოდ შეგვახსენებს იმ ჩიხს, რომელშიც დღეს ამ რეჟიმს შეყვანილი ჰყავს ქვეყანა. ჩვენთვის, მთელი საზოგადოებისთვის ამ რეჟიმის დემოკრატიული შეცვლა და მერე იმ სისტემის შეცვლა, რომელიც ნებისმიერ ხელისუფლებას შეიძლება ასე მოემსახუროს, არის აუცილებელი პირობა, რომ თავისუფლების სამშვიდობოს გავიდეთ და ნორმალური ქვეყანა გავხდეთ“, - განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, კითხვაზე უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი, ბოკერიამ აღნიშნა, რომ მას ამ საკითხის პროგნოზირება უჭირს, თუმცა მიიჩნევს, რომ სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს შეწყალების კონსტიტუციური უფლება.

„თუ ასეთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული ეს კონსტიტუციური უფლება, აბა რისთვის არსებობს შეწყალების კონსტიტუციური უფლება, მე არ მესმის ნამდვილად“,- განაცხადა მან.

ცნობისთვის: მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა. ლაზარეს ოჯახმა და ადვოკატმა პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით უკვე მიმართეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S