თეა წულუკიანი – თბილისის ქუჩებში გამოჩენილ წარწერებზე: "ღამე რატომ გატეხეთ, ალა ლუსულ კანონს"
12/04/2024 09:28:57 პოლიტიკა
კულტურის და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისის ქუჩებში გამოჩენილ წარწერებს, რომლის ადრესატიც თავად არის, "ფეისბუქში" პირად გვერდზე ეხმიანება.
იგი კრიტიკულ წარწერებს "ათეიზმად" მიიჩნევს და მის ავტორებს მოუწოდებს, "დღის შუქზე" წერონ ქუჩაში.
მინისტრი ამავე სტატუსში ცინიკურად იხსენიებს "აგენტების" შესახებ კანონის მოწინააღმდეგეებსაც.
"ათეიზმის ეს ფორმა საინტერესო მგონია. ამის დამწერმა ავტორებმა ღამე რატომ გატეხეთ, დღის შუქზე გააკეთეთ რაღა. ტარაკანა ხომ არა ხარ, ოხერი. ალა ლუსულ კანონს", - წერს თეა წულუკიანი.
კულტურის მინისტრისადმი კრიტიკული წარწერები თბილისის ქუჩებში 12 აპრილს გამოჩნდა.


