Accentnews.ge
ანა ნაცვლიშვილი: ეს კანონი არის ინსტრუმენტი, რომ საბოლოოდ დაუპირისპირდნენ დასავლეთს

ანა ნაცვლიშვილი: ეს კანონი არის ინსტრუმენტი, რომ საბოლოოდ დაუპირისპირდნენ დასავლეთს

12/04/2024 10:23:35 პოლიტიკა

“ლელოს” წევრი დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "აგენტების" შესახებ კანონი არის ინსტრუმენტი, რომ საბოლოოდ დაუპირისპირდნენ დასავლეთს".

"თავიდან ბოლომდე მიზანი, მოტივი, ამოცანა, პუნქტი, მუხლი, ამ კანონში ყველაფერი რუსულია. ეს კანონი არის ინსტრუმენტი, რომ საბოლოოდ დაუპირისპირდნენ დასავლეთს", – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, "შემოაქვთ “რუსული კანონი” და ამოძრავებთ ამოცანა, რომ ამ ქვეყნის ევროპული გზა ჩაიხერგოს და მიაბან ეს ქვეყანა რუსეთს".

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა. კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში 15 აპრილს დაიწყება.

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S