პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა
25/12/2019 06:08:09 საზოგადოება
25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცეთა-მთიანეთის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორეს აღსაყდრების დღეა. ამასთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შესრულდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისათვის სულ 46 ეპარქია, დაახლოებით 2 000–მდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 000–მდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.


