Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ „რუსული ოცნებაა“

სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ „რუსული ოცნებაა“

12/04/2024 17:35:32 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, ქვეყნის დამოუკიდებლობის კუთხით შექმნილ რისკებზე და საქართველოს მმართველი გუნდის „ტოტალურ ცვლილებაზე მზარდი რუსული ზეწოლის ქვეშ“.

„ვართ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში, სადაც მნიშვნელოვანია, რომ რაღაცეები ითქვას. ის, რაც მაქვს ასახსნელი საზოგადოებისთვის, არის, რომ არ შევცვლილვარ. 72 წლის გავხდი და 60 წელი მაინცაა, ვიბრძვი, რომ საქართველო გახდეს ევროპული, იყოს და დარჩეს დამოუკიდებელი, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს საქართველოს დამონება. არ მეგონა, რომ მე იმ პერიოდში ვიქნებოდი, როდესაც ეს მცდელობა განახლებული იქნებოდა. როცა მე იმაზე ვმუშაობდი, რომ რუსული ჯარები გასულიყო, ამაზე ვფიქრობდი, რადგან ეს იყო წინაპირობა, რომ ჩვენი გზა, მსხვლელობა ევროპისკენ, ყოფილიყო წარმატებული...“

მისი თქმით, შეიცვალა, ან სახე გამოააშკარავა საქართველოს მმართველმა ძალამ.

მან გაიხსენა, რომ ხელისუფლებამ ჯერ კონსტიტუციაში ასახა ქვეყნის საგარეოპოლიტიკური კურსი, შემდეგ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის წარდგენა დააანონსა, თუმცა მალევე ზედიზედ „იღებს ისეთ ნაბიჯებს და ეს აჩქარდა უკრაინის ომის შემდეგ“, თუმცა დაიწყო შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების „დახევით“.

„იქ დაიწყო, ჯერ, ვთვლი, რომ ძალაუფლების შენარჩუნება – ეს იყო მთავარი მოტივაცია, უკრაინის ომის შემდეგ მათი ტოტალური ცვლილება არის გამოწვეული... ამაში მე დღეს ტოტალურად დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს იყო პროცესი რუსეთის ზეწოლის, რომელიც გაიზარდა, გაიზარდა და გაიზარდა“,– თქვა ზურაბიშვილმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მან ხაზი გაუსვა, რომ დიდხანს ბევრ რამეზე იკავებდა თავს:

„ვთვლიდი, რომ როდესაც ქვეყნის პრეზიდენტიკვალიფიკაციას აძლევს ქვეყნის მთავრობას, მაგრალითად, არის თუ არა პრორუსული (უამრავჯერ მკითხეს უცხოეთში), ყოველთვის თავს ვიკავებდი, რადგან ვთვლიდი, რომ არ შეიძლება, გადაუჭრა ქვეყანას თავისი გზა. ახლა ჩვენ ვართ ისეთ გზაჯვარედინზე...დღეს სახელმწიფოზე ფიქრი დღეს არის დამოუკიდებლობის შენარჩუნება და ევროპული გზის გადარჩენა“,– თქვა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, „ქართული ოცნება, ანუ რუსული ოცნებნა?“, ზურაბიშვილმა უპასუხა, „ანუ რუსული ოცნებაა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S