Accentnews.ge
პრეზიდენტი: ვხედავთ კორიანტელს გადაწყვეტილებების, რომ ჩაიშალოს ევროპული კანდიდატურა

პრეზიდენტი: ვხედავთ კორიანტელს გადაწყვეტილებების, რომ ჩაიშალოს ევროპული კანდიდატურა

12/04/2024 18:12:58 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ გზავნილებზე და აღნიშნა, რომ მისთვის გერმანიის ლიდერის პოზიცია მოსალოდნელი იყო და რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არ იქნებოდა ტკბილი და მეგობრული საუბარი. არ ვიცი, რა ითქვა დახურულ კარს მიღმა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რადგან გავიგეთ იგივე, რაც მოვისმინეთ ყველა წარმომადგენლისგან აქაც და საზღვარგარეთ, სადაც შეიძლებოდა, მათი აზრი დაფიქსირებულიყო. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმით ყველამ თქვა უფრო და უფრო მკაფიოდ, რომ არ შეიძლება ამ ძველი კანონის დაბრუნება. იქ „აგენტი“ ითქვა თუ არა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს (რას მიედ–მოედებიან), მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გერმანიის პრემიერმა, რომელიც ერთ–ერთი მთავარი ლიდერია, თქვა, „არ შეიძლება დაბრუნება, ეს არ არის ევროპული კანონი, ასეთი კანონი არსად არ არის“. კი, ცდილობენ დაგვარწმუნონ...ვიღაც თურმე ფრანგულად კარგად კითხულობს თურმე, გაიგო კარგად...

არ გამოკვირდა შოლცის პოზიცია. ეს არის დასაწყისი იმის, რასაც დარწმუნებული ვარ, არაერთხელ გაგვიმეორებენ ამ პეროდში. ამიტომ არის ეს ჩვენი ევროპული გზის საბოტაჟი ეს და არა მხოლოდ ეს კანონი: ჩვენ ვხედავთ კორიანტელს გადაწყვეტილებების, რომელიც არის ერთი დიდი რგოლი იმისა, რომ ჩაიშალოს ეს ევროპული კანდიდატურა“,– თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ამ კონტექსტი დაასახელა მან ვენეციის კომისიის შენივნების საწინააღმდეგოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება; მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებისადმი წინააღმდეგობა, „რაიმე არ მოუვიდეთ მათ საყვარელ მოსამართლეებს და საყვარელ სასახლეებს“:

„როცა გამჭვირვალეობა გინდა, თქვი, რომ გამჭვირვალეობა გვინდა ჩვენს მოსამართლეებზე, ყოფილ თუ მომავალ პრემიერზე, ცესკო–ს თავმჯდომარეზე, რომელიც ახლა ინიშნება და თურმე კაპიტალს აგროვებს (არ ვიცი, რას ნიშნავს. 60 წელია, ვმუშაობ სხვადასხვა თანამდებობებზე და კაპიტალის ამ ფორმით მოგროვება ჯერ ვერ შევძელი, მაგრამ ამათ იციან). ეს არის ის გამჭვირვალეობა, რომელიც არის მართლაც დემოკრატიის ნაწილი და ელოდება ჩვენი საზოგადოება. ამ საზოგადოებას აქვს ნება, გაიგოს, ისინი, ვინც მართავენ, როგორც მართავენ, სად იხარჯება ის თანხა. შენ რომ სთხოვ გამჭვირვალეობას უცხოელებს, რომლებმაც შემოიტანეს ამ ქვეყანაში 30 მილიარდი (თუ მეტი არა), რომელიც მოხმარდა ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობის განვითარებას, განათლებას, აქ გინდა გამჭვირვალეობა? თუ თანხები სხვაგან წავიდა, მაგალითად გელათი ავიღოთ – ამერიკელები იხდიდნენ, მაგრამ თაღლითობა ქართველებმა ჩაიდინეს და ჯერ არ დასჯილა ამისთვის არავინ!“.

ამასთან, პრეზიდენტმა პრემიერ–მინისტრს ეტიკეტი შეახსენა:

„კობახიძეს უნდა ეთქვას, რომ ყოველგვარი დიპლომატიური წესის სრულიად დარღვევაა, რომ როდესაც ხარ ოფიციალურ ვიზიტზე, არ უნდა ისაუბრო იმ ქვეყნის ენაზე. ჩემს პირველ ვიზიტზე მაკრონმა მომისმინა ქართულად და ეს არის ჩვეულებრივი წესი. ცოტა რაღაცეები უნდა ისავლონ, სანამ აქეთ–იქით სიარულს დაიწყენებნ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S