Accentnews.ge
„ერთ წელიწადში ნამდვილი არჩევნები“, „ტექნიკური კოალიციური მთავრობა“ –პრეზიდენტის „გამარჯვების ფორმულა“

„ერთ წელიწადში ნამდვილი არჩევნები“, „ტექნიკური კოალიციური მთავრობა“ –პრეზიდენტის „გამარჯვების ფორმულა“

12/04/2024 19:08:31 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მომავალ არჩევნებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის კონტექსტში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ასევე ისაუბრა საკუთარ ვერსიაზე, თუ როგორ ხედავს „გამარჯვების ფორმულას“.

„ჩვენი პარტნიორებისთვის გადამწყეტი იქნება არჩევნები. როგორც ქვეყანას არაფერს ჩაგვიკეტავენ (ამათ შეიძლება ჩაუკეტონ) არჩევნებამდე. ამიტომ, ჩვენ უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ყველასი, რომ ყველა თავის ადგილზე იყოს, ბოლომდე გაითავისოს ეს პასუხისმგებლობა, რადგან რუსეთის გეგმა სწორედ ესაა – არეულობა, დესტაბილიზაცია...შემდეგ ყველას დააბრალებენ გარდა თავიანთი თავისა. მაგრამ ეს არის საკმაოდ ადვილი. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვეყანაში ამდენი რუსია შემოსული, რომლებიც არანაირად არ კონტროლდებიან. არ ვამბობ, რომ ყველა რუსი, ვინც აქაა, მაინც და მაინც ქვეყნის მტერია, მაგრამ რაღაცნაირად ცოტა უნდა გაკონტროლდეს, და რაც მთავარია, ეს გვაძლევს აუცილებლობას, ვიყოთ უფრო ფრთხილად“.

მან ხაზი გაუსვა, რომ სიფრთხილე და პოლიტიკური მომზადება, ამჟამად პასუხისმგებლობაა.

მან ხაზი გაუსვა, რომ „ახალგაზრდები თავიან პროტესტს გამოხატავენ და ლამაზადაც გამოხატეს, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ თავიანთი პასუხისმგებლობა“:

„დავიწყოთ იმით, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ახალგაზრდების გამოსვლები თავიანთ სასარგებლოდ არ უნდა გამოიტყენონ (ამას ვხედავთ და ეს არ არის სწორი). ახალგაზრდები თავიანთ როლს თამაშობენ, პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა სხვაა – ჩვენ საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ სადაა გამარჯვების ფორმულა. ყველამ ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ 60% და 80% კი არა, როგორც იტყვიან, 25% თუ აქვთ დღეს მათი გამოთქმების, მათი კულტურის უკულტურო მინისტრების გამოთქმების მერე... პოლიტიკური პარტიების პასუსისმგებლობაა, რომ ამ ხალხმა, რომელსაც არ უნდა არც „ოცნება“ და არც „ნაცები“, დაინახოს, რომ არსებობს გამარჯვების ფორმულა, რომელიც გაიმარჯვებს 26 ოქტომბერს“.

მან გაიხსენა საკუთარი გამოცდილებაც და თქვა, რომ არ სჯერა გაერთიანებების და რომ ეს დღეს შესაძლებელია მხოლოდ ერთი თემის ირგვლივ, სადაც არსებობს თანხმობა საზოგადოებაშიც და პოლიტიკურ პარტიებშიც – ეს არის ევროპა.

მისი აზრით, პარტიებმა უნდა წარმოადგინონ მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა ევრორეკომენდაციების შესრულების კონტექსტში.

„სასამართლოზე რა უნდა გაკეთდეს 3–6 თვეში, რომ მოვიშოროთ ესენი, კორუფციაზე რა უნდა გაკეთდეს 3–6 თვეში, რომ ამოვიდეთ ჭაობიდან, როგორი უნდა იყოს შემდეგი არჩევნები – და უნდა დავდოთ პირობა, რომ ერთ წელიწადში ჩატარდება ახალი არჩევნები. ეს არჩევნები რეალურად თავისუფალი ვერ იქნება, იქნება რეფერენდუმი ევროპაზე. ამომრჩეველი ირჩევს ერთს ან მეორე პოლუსს, მაგრამ პარტიებს არ ექნებათ საშუალება, თავიანთი იდეოლოგია, ხედვა და პროგრამა ჩამოაყალიბონ... ერთი სამოქმედო გეგმა, რამოდენიმე პარტია, რომელიც არ იქნება ერთმანეთში აზელილი, მაგრამ ერთი ძალიან სერიოზული პირობა საზოგადოებისთვის – ქოლგა, რომელიც მიჭირავს მე და არ გავუშვებ ხელიდან – რომ ჩვენ ამ მომალაპარეკებების გზით შევალთ პროესში, რომელსაც ჰქვია გაწევრიანების პროცესი“.

მან თქვა, რომ მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს და რომ ახლა ამბიცების დრო არაა.

„კონტურს, რაზე შეიძლება შეთანხმება, ვხედავ. დავუდებ ამ დოკუმენტს...იქნება ცვლილებები...ვიღაც სხვაგვარად დაინახავს...მივალთ აქამდე, მაგრამ იქნება პირობა, რომ ერთ წელიწადში მივდივართ ნამდვილ არჩევნებზე და ტექნიკური კოალიციური მთავრობა. ამ ტექნიკური მთავრობის ერთადერთი დანიშნულება იქნება, შეასრულოს ეს სამოქმედო გეგმა ამ ექვს თვეში. პარლამენტს ექნება ამ ტექნიკურ მთავრობაზე კონტროლის შესაძლებლობა. კოალიციური მთავრობა ნიშნავს დეოლიგარქიზაციას, ასევე ნიშნავს დეპოლარიზაციას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S