Accentnews.ge
ვიოლა ფონ კრამონი: საბოლოოდ, რაღაც კარგი ამბავი საქართველოდან, მადლობა, პრეზიდენტო

ვიოლა ფონ კრამონი: საბოლოოდ, რაღაც კარგი ამბავი საქართველოდან, მადლობა, პრეზიდენტო

12/04/2024 19:47:19 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას,ეხმაურება მარტის ცნობილი აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თაობაზე.

„საბოლოოდ, რაღაც კარგი ამბავი საქართველოდან. მადლობა, პრეზიდენტო ზურაბიშვილო, ამ გადაწყვეტილებისთვის“, - წერს ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა მიესაჯა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S