პრეზიდენტი და პრემიერი ქრისტიანთა ნაწილს შობას ულოცავენ
25/12/2019 06:23:37 საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ქრისტიანთა ნაწილს შობას ულოცავენ.
"შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც მას დღეს - 25 დეკემბერს ზეიმობს! განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს მოქალაქეებს - ჩვენი საზოგადოების განუყოფელ წევრებს! ყველას ვუსურვებ მშვიდობას ქვეყანაში, სიმშვიდესა და ბედნიერებას!", - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.
"ვულოცავ ყველას, ვინც 25 დეკემბერს ზეიმობს ქრისტეშობის დღესასწაულს. სიახლის, სიკეთისა და სიყვარულის დღესასწაული მშვიდობის, ბედნიერების და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.


