Accentnews.ge
პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავრობამ „სამი ზღვის ინიციატივის” ფორუმზე არ გაუშვა და არც თავად ისარგებლა შესაძლებლობით

პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავრობამ „სამი ზღვის ინიციატივის” ფორუმზე არ გაუშვა და არც თავად ისარგებლა შესაძლებლობით

12/04/2024 20:21:43 პოლიტიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მთავრობამ მას უარი უთხრა ნებართვაზე, მონაწილეობა მიეღო „სამი ზღვის ინიციატივის” ფორუმში, თუმცა არც თავად წავიდა ამ ღონისძიებაზე.

„ეს იყო ჩვენთვის განსაკუთრებული და ახალი ფორმატი, „სამი ზღვის ინიციატივა“, სადაც ბალტიის ზღვა, შავი ზღვა და ხმელთაშუა ზღვა შედის. მე, რაც პრეზიდენტი ვარ, ვიცი და ვიცოდი, რომ ჩვენი მუდმივი მოთხოვნა იყო ამ ფორმატში მონაწილეობის მიღება, თუ სხვა ფორმით არა, როგორც დამკვირვებლები ისე. ამჯერად ლიეტუვიდან მოვიდა მოწვევა, რომ სამიტზე მონაწილეობა მიმეღო“, - თქვა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება მთავრობისადმი მიმართვას, მან განმარტა: „ჩავთვალე, რომ ახალი ფორმატის გამო უნდა მეთხოვა ნებართვა. იქ, სადაც სიახლეა საგარეო პოლიტიკაში და რომელზეც მთელი მთავრობა უნდა შეთანხმდეს, იქ ნებართვა საჭიროა“.

„სამი ზღვის ინიციატივა“, რომელიც 10-12 აპრილს ლიეტუვაში იმართებოდა, ევროკავშირის 12 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი გაერთიანებაა, რომელშიც წელს პირველად მონაწილეობდა უკრაინა, როგორც მონაწილე-პარტნიორი. მასში მონაწილეობის შესაძლებლობა წელს პირველად ექნებოდა საქართველოს.

ამ გაერთიანების ძირითადი მიმართულებებია: ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ეკონომიკის ციფრულ სფერო.

პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს მიმართულებები საქართველოს მთავრობის მხრიდანაც პრიორიტეტებად არის დასახელებული, სწოერდ ამან გამოიწვია მისი გაკვირვება.

„ნებართვაზე უარი მივიღე და ამის გამო სამიტიდან საქართველო ამოიღეს. დავრჩით იქ, სადაც ვიყავით. ეს ძალიან ცუდია. ეს ნიშნავს, რომ არ გვინდა ევროპასთან დაახლოება“, - დასძინა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S