კანადაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
25/12/2019 06:28:52 მსოფლიო
კანადაში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები პორტ ჰარდის დასავლეთით, 188 კილომეტრში დაფიქსირდა.
ბიძგები იგრძნობოდა ვანკუვერშიც.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.


