რომის პაპი: "ღმერთს უყვარს ყველა, ჩვენ შორის ყველაზე ცუდიც კი"
25/12/2019 06:30:45 საზოგადოება
რომის პაპმა ფრანცისკემ ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი მესა ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში აღავლინა.
"შობა შეგვახსენებს, რომ ღმერთს უყვარს ყველა, ჩვენ შორის ყველაზე ცუდიც კი", - ბრძანა პაპმა საშობაო ქადაგების დროს.
ამასთან, პაპმა ქადაგებისას ახსენა რომის კთოლიკურ ეკლესიაში შექმნილი პრობლემები, რომელთა შორისაა პედოფილია და ფინანსური დარღვევები.
გასულ კვირაში ფრანცისკემ გააუქმა „პაპის საიიდუმლოს“ წესი, რომლის თანახმად, სექსუალური ხასიათის დანაშაულში ეჭვმიტანილი მღვდლების საქმეების განხილვა მკაცრად გასაიდუმლოებული იყო.


