Accentnews.ge
მამუკა ხაზარაძე: ყველა რუსთაველზე! არა რუსულ კანონს, წინ ევროპისკენ!

მამუკა ხაზარაძე: ყველა რუსთაველზე! არა რუსულ კანონს, წინ ევროპისკენ!

15/04/2024 05:50:33 პოლიტიკა

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე საზოგადოებას რუსთაველის გამზირზე გასვლისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, საკითხი ახლა რუსეთსა და ევროპას შორის არჩევანის თვალსაზრისით დგას.

„დღეს ყველა ერთად ვაპროტესტებთ რუსულ კანონს. ან ევროპა, ან რუსეთი, ასე დგას საკითხი. ყველა რუსთაველზე! არა რუსულ კანონს, წინ ევროპისკენ !“- განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის: პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვას დღეიდან იწყებს.

სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით განხილვის პარალელურად, აქცია გაიმართება.

აქცია - „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან 10:00 საათზე არის დაანონსებული, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა.

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S