Accentnews.ge
ოხანაშვილი ყველას, ვინც  "რუსულ კანონს" ახსენებს, მყისიერად უთიშავს მიკროფონს

ოხანაშვილი ყველას, ვინც  "რუსულ კანონს" ახსენებს, მყისიერად უთიშავს მიკროფონს

15/04/2024 07:08:41 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა ხმაურით დაიწყო. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ მისი კოლეგების მხრიდან კანონპროექტის მოხსენება "რუსულ კანონად" დეზინფორმაციაა და ყველას, ვინც ამ ტერმინს იყენებს, მყისიერად უთიშავს მიკროფონს.

მან დეპუტატ ხატია დეკანოიძეს რამდენჯერმე გაუთიშა მიკროფონი "რუსული კანონის" ხსენებისას.

აღნიშნულის შმდეგ ანრი ოხანაშვილს ოპოზიციონერმა პეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ჰკითხა, როგორც იურისტს მიეთითებინა პარლამენტის რეგლამენტის მუხლი, რომელიც მას აძლევს საშუალებას დეპუტატს გაუთიშოს მიკროფონი, როცა მისი ფრაზეოლოგია არ მოსწონს.

"ცენზურას ხომ არ აწესებთ, როცა შეფასებებს კრძალავთ?", - თეონა აქუბარდიას ამ კითხვაზე ანრი ოხანაშვილმა კონკრეტული პასუხის გაცემის ნაცვლად თქვა, რომ "აქუბარდიამ ჩაჭრა".

ცნობისთვის: პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეიდან დაიწყო.

სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით განხილვის პარალელურად, აქცია იმართება.

აქცია სახელწოდებით „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან დილიდან მიმდინარეობს, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა.

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S