Accentnews.ge
ზურაბ ჯაფარიძე: პრინციპული საკითხია, ადამიანები გამოვიდნენ და დაიცვან ამ ქვეყნის თავისუფალი და ევროატლანტიკური მომავალი

ზურაბ ჯაფარიძე: პრინციპული საკითხია, ადამიანები გამოვიდნენ და დაიცვან ამ ქვეყნის თავისუფალი და ევროატლანტიკური მომავალი

15/04/2024 07:36:40 პოლიტიკა

პრინციპული საკითხია ადამიანები გამოვიდნენ და დაიცვან ამ ქვეყნის თავისუფალი და ევროატლანტიკური მომავალი, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, "აგენტების" შესახებ კანონპროექტი ქვეყანაში კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დასასრულის დასაწყისია.

"ამათ ერთადერთი რაც ესმით, ეს ძალის ენაა, ხალხი არის ძალა. ხალხის რაოდენობითი თვლიან, რაიმე ნაბიჯს გადადგამენ თუ არ გადადგამენ. პრინციპულად მნიშვნელოვანია ბევრი ხალხი გამოვიდეს. ამ კანონის მიღება ნიშნავს, პრაქტიკულად დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დასასრულის დასაწყისს. ასე დაიწყო რუსეთშიც და შემდეგ დააშენეს ამ კანონზე რაღაცები. ასე აპირებენ აქაც გაკეთებას. შანსები, რომელიც გაგვიჩნდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რომ გავხდეთ 5-6 წელიწადში ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ახლა ეს დევს სასწორზე და ეს ყველამ უნდა გაიაზროს. მე მჯერა, რომ ბევრი ხალხი გამოვა, საღამოს დღეს აქ ბევრი ხალხი იქნება დარწმუნებული ვარ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეიდან დაიწყო.

სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით განხილვის პარალელურად, აქცია იმართება.

აქცია სახელწოდებით „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან დილიდან მიმდინარეობს, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა.

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S