Accentnews.ge
კალაძე მოვალეობის შესრულებას კვლავ მის მიერ გაკრიტიკებულ კომპანიას ავალებს

კალაძე მოვალეობის შესრულებას კვლავ მის მიერ გაკრიტიკებულ კომპანიას ავალებს

25/12/2019 07:41:10 საზოგადოება

თბილისის მერი კახა კალაძე მოვალეობის შესრულებას კვლავ მის მიერ გაკრიტიკებულ კომპანიას ავალებს.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „მშრალ ხიდსა და ზაარბრიუკენის ხიდზე საგზაო სამუშაოები ისეა შესრულებული, გულზე შემოგეყრებათ“. თუმცა მერმა, თავის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს მიმართა, რომ შეხვდეს აღნიშნული სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას და გზის საფარის ხელახლა გაკეთება დაავალოს.

„მინდა, შევეხო მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აქ რამდენიმე დღის წინ დამთავრდა გზის მოწყობითი სამუშაოები. დღეს ისეთი დღეა, არ მინდა ჩხუბი და ამ თემაზე კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება, მაგრამ გულზე შემოგეყრებათ ისეა სამუშაოები შესრულებული, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში. ამიტომ მშვიდად, ყოველგვარი აღელვების გარეშე, დაიბარეთ კომპანია დღესვე და საგზაო სამუშაოები განახორციელოს თავიდან. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი პროექტის მიღება-ჩაბარება. მინდა, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ დღესვე დაიბარეთ კომპანია და თავისივე ხარჯებით გამოასწორებინეთ ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S