Accentnews.ge
ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილსა და თინა ბოკუჩავას იურიდიული კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილსა და თინა ბოკუჩავას იურიდიული კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

15/04/2024 11:28:57 პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს - სალომე სამადაშვილსა და თინა ბოკუჩავას სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

შესაბამისი განცხადება მან, კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, რომელიც მცირეხნიანი შეწყვეტის შემდეგ, რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

„რეგლამენტის სრული დაცვით სალომე სამადაშვილი გაძევებულია და გაბრძანდით სხდომათა დარბაზიდან... ქალბატონო თინა, გაძევებული ბრძანდებით სხდომათა დარბაზიდან, არაერთხელ დაუმორჩილებლობის გამო, მიკროფონის ჩემი თანხმობის გარეშე ჩართვისთვის და იმისთვის, რომ აგრძელებთ დემაგოგიას და სხდომის წაყვანას უშლით ხელს“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის: პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეიდან დაიწყო. კომიტეტის სხდომაზე პერიოდულად ხმაურია.

სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით განხილვის პარალელურად, აქცია იმართება. აქცია სახელწოდებით „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან დილიდან მიმდინარეობს, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S