Accentnews.ge
ანრი ოხანაშვილმა ლევან ხაბეიშვილს, პაატა მანჯგალაძეს, გიორგი ვაშაძესა და ხატია დეკანოიძეს  იურიდიული კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

ანრი ოხანაშვილმა ლევან ხაბეიშვილს, პაატა მანჯგალაძეს, გიორგი ვაშაძესა და ხატია დეკანოიძეს  იურიდიული კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

15/04/2024 13:23:09 პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს – ლევან ხაბეიშვილს, პაატა მანჯგალაძეს, გიორგი ვაშაძესა და ხატია დეკანოიძეს იურიდიული კომიტეტის სხდომა დაატოვებინა. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ანა ნაცვლიშვილმა და თამარ კორძაიამ.

შესაბამისი განცხადება მან, კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

„არ გაპატიებთ ამას, რასაც აკეთებთ. ერთხელ როგორც გაიტანეთ [კანონი], ისე გაგატანინებთ კიდევ და თქვენც გაგიტანთ ყველას ხელისუფლებიდან!,“ - მიმართა ვაშაძემ „ქართულ ოცნებას“ სხდომის დატოვების დროს, რასაც ოხანაშვილმა ასე უპასუხა: „შენ თავხედობ ახლა და ხმას დაუწიე!“

"არავის მოსმენა თქვენ არ გინდათ და ყველას სათითაოდ აძევებთ, გეუბნებით, რომ გეოპოლიტიკური საკითხია და ამ კანონს მიღებით აძლიერებთ რუსეთს", – მიმართა ოხანაშვილს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

მანამდე, ანრი ოხანაშვილმა სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატებს – სალომე სამადაშვილსა და თინა ბოკუჩავას იურიდიული კომიტეტის დაატოვებინა.

ცნობისთვის: პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეიდან დაიწყო. კომიტეტის სხდომაზე პერიოდულად ხმაურია.

სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით განხილვის პარალელურად, აქცია იმართება. აქცია სახელწოდებით „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან დილიდან მიმდინარეობს, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S