Accentnews.ge
რა თქვა ლილუაშვილმა, რომელსაც ოხანაშვილმა ჯერ სამჯერ გაუთიშა მიკროფონი და შემდეგ დეპუტატს სიტყვა საერთოდ ჩამოართვა

რა თქვა ლილუაშვილმა, რომელსაც ოხანაშვილმა ჯერ სამჯერ გაუთიშა მიკროფონი და შემდეგ დეპუტატს სიტყვა საერთოდ ჩამოართვა

15/04/2024 14:30:54 პოლიტიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც "აგენტების" შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, ოპოზიციონერ დეპუტატ ბექა ლილუაშვილს კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჯერ სამჯერ გაუთიშა მიკროფონი და შემდეგ დეპუტატს სიტყვა საერთოდ ჩამოართვა.

დეპუტატმა მისთვის რეგლამენტით განკუთვნილი წუთების გამოყენება იმის განმარტებით დაიწყო, რატომ მიიჩნევს იგი ინიცირებულ დოკუმენტს "რუსულ კანონად":

  • "აქ დაისვა კითხვა, რატომ არის ეს კანონი რუსულიო, იმიტომ არის, რომ ის ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტ სახელმწიფოსა და ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის; იმიტომ არის ის რუსული, რომ იგი ცდილობს – ჯერ– ჯერობით კანონპროექტის დონეზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის კანონად არც იქცევა, საზოგადოება დაყოს მოღალეტეებად და დაპირისპირება მიმდინარეობს. ასევე ეს იმიტომ არის რუსული, რომ ეს კანონი მიზანმიმართულად ითვალისწინებს საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციას".

ამ წინადადების დასრულებისთანავე ოხანაშვილმა ლილუაშვილს მიკროფონი გაუთიშა. შემდეგ იგი "ტყუილების" გავრცელებაში დაადანაშაულა და "კითხვის დასმისკენ" მოუწოდა.

ლილუაშვილმა საუბარი განაგრძო განაგრძო და აღნიშნა, რომ "არანაირი დამატებითი კანონის შემოტანა არ იყო საჭირო გამჭვირვალობისთვის".

როგორც მან აღნიშნა, საფრანგეთსა და ავსტრალიის მაგალითზე საუბრისას ხელისუფლებამ ისიც უნდა უთხრას საზოგადოებას, რატომ იღებენ ამ გადაწყვეტილებას:

  • "თქვენ ხომ ამბობთ, რომ ეს კანონი ავსტრალიაშია ინიცირებული ან საფრანგეთშია ინიცირებული. ჯერ ერთი ამას რომ ამბობთ, რატომ არ ეუბნებით საზოგადოებას, რომ ავსტრალიის შემთხვევაში 73%–ით გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოებაში ჩინეთის მიერ მიწოდებული დაფინანსება და მთავარი საფრთხე , რომ ჩინეთიდან მოდის ავსტრალიის შემთხვევაში?! [...] საფრანგეთის შემთხვევაში ეს არის ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში გაკეთებული ცვლილება საფრანგეთის კანონმდებლობაში. მზად ვარ წავიკითხო კონკრეტული ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის განსაზღვრასაც წინ უძღოდა ერთწლიანი საგამოძიებო კომისიის მუშაობა, რომელმაც დაადგინა, რომ რუსეთიდან, ჩინეთიდან, ყატარიდან ირანიდან ...", – ამ სიტყვების შემდეგ ლილუაშვილს კიდევ ერთხელ გაუთიშეს მიკროფონი.

ოხანაშვილმა მას "კითხვის დასმისკენ " კვლავ მოუწოდა.

"დამისახელეთ ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი ამ ქვეყნებიდან, ან ამ კანონის ინიციატორებიდან ერთი ადამიანი, რომელიც საჯაროდ ან დახურულ კარს მიღმა არის თქვენი მოაზრე ან ინიციატივის დაინიცირებაში.

დამისახელეთ ერთი სახელმწიფო, რომელიც მიგაჩნიათ მტრული გავლენების გამტარებლად ჩვენს ქვეყანაში გარდა ოკუპანტი სახელმწიფოსა და იმ ქვეყნებისა, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონების "დამოუკიდებლობას" აღიარებენ", – მიმართა ლილუაშვილმა "ოცნებას" მას შემდეგ რა მიკროფონი ჩაურთეს.

ამის შემდეგ მან ისაუბრა შშმ პირებზე მომუშავე ორგანიზაციაზე, რომელიც ,მისი თქმით, მთლიანად გრანტებით ფინანსდება და "ოცნებას" შემდეგი კითხვით მიმართა:

  • "არის კოალიცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის", რომელიც არის შშმ პირებზე მომუშავე ორგანიზაცია. ის ფინანსდება სრულად გრანტებით. თქვენ მისი გამგეობის წევრი წარადგინეთ გაერო–ს შშმ პირთა კომიტეტის კანდიდატად. მე მაინტერესებს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი წარადგინეთ ამ კომიტეტის კანდიდატად თუ საქართველოსი?".

საპასუხოდ, მმართველი პარტიის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შემდეგი აღნიშნა: "ორივესი".

  • "აშშ ევროკავშირი თუ სხვა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ათეულობით წელია, ჩვენი არაღიარების პოლიტიკის მთავარი მედროშეებია არიან. აცნობიერებთ თუ არა, რომ კანონის ინიცირებით შეიძლება, დაზიანდეს არაღიარების პოლიტიკის ნაწილში ამ ქვეყნების მტრად გამოცხადებით მათი საერთშორისო გავლენის...", – ამ კითხვის დასრულების შესაძლებლობა ლილუაშვილს აღარ მიეცა.

"ვერავითარ შეკითხვას ვეღარ დასვამ, ახალგარდა კაცი ხარ. ზღვარი ხომ აქვს ამდენ ტყუილს. ტყუილებით დემაგოგობთ, ჩამორთმეული გაქვთ სიტყვა", – მიმართა მას ოხანაშვილმა და სხდომა შემდეგი გამომსვლელით გააგრძელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S