ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომა რომან გოცირიძესაც დაატოვებინა
15/04/2024 14:43:46 პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც "აგენტების" შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძეც გააძევა.
„დატოვეთ სხდომათა დარბაზი, გაძევებული ბრძანდებით. ერთი და იგივე შეკითხვა დაგიწერეს. ერთი და იგივე შეკითხვის განმეორების შემთხვევაში იქნება მოხსნილი. ყველა შეკითხვა იქნება მოხსნილი იგივე შეკითხვების განმეორების შემთხვევაში“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატს, რომან გოცირიძეს.
თავის მხრივ რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს მიმართა კითხვით: „რამდენი ადამიანი დარჩება უმუშევარი და გავა უცხოეთში ამ კანონის მიღების შემდეგ?“.
მანამდე, ოხანაშვილმა 6 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა.


